წესები და პირობები

ჩვენს შესახებ

 Dave.Ge  წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან ტანსაცმელების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შემოტანას და რეალიზაციას.

მომხმარებლები შეძლებენ საიტის დახმარებით მოიძიონ მათთვის სასურველი პროდუქცია და ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს შერჩეული პროდუქტის მათთვის მიწოდებას შეძენის შემთხვევაში.

პროდუქციის შერჩევა მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ შორის ისეთი პლატფორმების გამოყენებით როგორებიცაა Wish E Commerce, Taobao Network, Amazon E Commerce,  Alibaba Inc და ა.შ. შეძენის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელზე მიწოდება მოხდება მითითებულ მისამართზე.

პროდუქცია იქნება მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ასევე ბავშვებისთვის.

შეძენის პროცესი

პროდუქციის შეძენის დასტურის მიღების შემდეგ, შერჩეული ტანსაცმლის თუ სხვა პროდუქტის ადგილზე მიტანა მოხდება 8-დან 13 სამუშაო დღის განმავლობაში. მიტანის სერვისი უფასოა.

                საიტზე აღნიშნული ფასები არის სრული და არ არსებობს დამატებითი გადასახადი მომხმარებლისთვის პროდუქციის მიტანის დროს.

თანხის გადახდა

თანხის გადახდა შეგიძლიათ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი VISA/MASTERCARD ბარათით.

ამისათვის შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ხდება თანხის გაყინვა რამდენიმე წუთით

  1. თუკი თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი გაყიდვაშია, მიიღებთ შეძენის დასტურს და რამდენიმე დღეში მოგაწვდით თქვენს მიერ შერჩეულ პროდუქციას
  2. თუკი, პროდუქტი რაიმე მიზეზების გამო აღარ არის გაყიდვაში, თანხა არ გადმოირიცხება და დარჩება თქვენს ანგარიშზე

პროდუქტის მიწოდება

პროდუქტის ჩამოსვლას ჭირდება 8-დან 13 სამუშაო დღე და როგორც კი, პროდუქცია საქართველოში ჩამოვა, 1 დღის განმავლობაში მიიღებთ თქვენს მიერ მითთებულ მისამართზე.

პროდუქციის შეძენის დროს გთხოვთ სწორად მიუთითოთ თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი. იმ შემთხვევაში თუკი მისამართი და ტელეფონის ნომერი არასწორად არის მითითებული ან მომხმარებელი არ პასუხობს კურიერის ზარს, პროდუქტი დაბრუნდება ჩვენს საწყობში და დაველოდებით თქვენსგან დარეკვას რათა მოგაწოდოთ თქვენი შენაძენი.

უკან დაბრუნების პირობები:

შერჩეული პროდუქციის შეძენის შემდეგ არ ხდება შეკვეთის გაუქმება და პროდუქტის უკან მიღება, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შემთხვევაში:

  • კომპანიამ ვერ შეძლო შეძენილი პროდუქტის 20 დღის განმავლობაში მომხმარებლამდე მიტანა.
  • ჩამოსული პროდუქტი არის განსხვავებული ვიდრე ნაჩვენებია საიტზე
  • ჩამოსული პროდუქტი არის დაზიანებული
  • პროდუქტის ზომა არის სხვა ვიდრე იყო მითითებული შეძენის დროს

საიტზე რეგისტრაცია

საიტზე დარეგისტრირების დროს გთხოვთ შეიყვანეთ მაქსიმალურად დაცული პაროლი და ყურადღებით შეინახეთ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელნი თქვენი ანგარიშის და პაროლის მართვაში. იმ შემთხვევაში თუკი ეჭვს შეიტანთ რომ თქვენი ავტორიზაციის ინფორმაცია შეიძლება მესამე პირს ქონდეს, დაუყონებლივ შეგვატყობინეთ მეილის ან ტელეფონის საშუალებით

კონფიდენციალობის პოლიტიკა

საიტის მფლობელი – LTD Tviny Capital. მისამართი: ბათუმი ლერმონტოვის ქ. 21; 6010 ბათუმი, საქართველო. ელ-ფოსტა: info@dave.ge; საიტი – dave.ge, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში: http://www.dave.ge

ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა უზრუნველყოს, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყოს საიმედო.

პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემა (მათ შორის, მონაცემები, რომლებიც ავტომატურად იგზავნება: IP მისამართები, cookies-ფაილები და ა.შ.) უკუკავშირის ფორმით ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას პირადი მონაცემების გადაცემის შესახებ.

 მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ ელექტრონულ პლათფორმაზე და გამოიყენება მკაცრად კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით.

მომხმარებლებს უფლება აქვთ, მოთხოვნის საფუძველზე, მიიღონ ინფორმაცია ადმინისტრაციისგან პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ.

საიტის ადმინისტრაცია იღებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ-სამართლებრივ ზომებს პირად მომხმარებელთა მონაცემების დაცვაზე და მათი შემთხვევითი ხელმისაწვდომობის, განადგურების, მოდიფიცირების, დაბლოკვის, კოპირებისა, განაწილების და სხვა უკანონო ქმედებებისგან.

Dave.Ge პატივს სცემს ონლაინ სტუმრების კონფიდენციალობას და აღიარებს პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას.

     პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი:

კომპანიის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით კერძოდ, პროდუქციის შეძენის დროს მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩამოყალიბება და დაკავშირება, რათა მოხდეს შენაძენის მფლობელზე გადაცემა.

 Dave.Ge ანხორციელებს შემდეგი პირადი მონაცემების შეგროვებას: გვარი, სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ., რათა განმარტივდეს მომხმარებელთან დაკავშირების პროცესი.